ტოივო კლაარი აზერბაიჯანში ჩავა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, აზერბაიჯანს ეწვევა.

ამის შესახებ ტოივო კლაარმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, ჰქონდა სასარგებლო შეხვედრები ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ვენაში და ახლა ბაქოში „მნიშვნელოვან შეხვედრებს“ გეგმავს.