საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია, ხოლო 6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.