გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“ წერს.
„გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს“, - აცხადებს ჯეიმზ კლევერლი.
დიდი ბრიტანეთის ახალი დახმარება მოიცავს 3 მილიონი ფუნტის დაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღდგენაში, როგორიცაა სკოლები და თავშესაფრები, რომლებიც განადგურდა ომის დაწყების შემდეგ. თანხები ასევე გამოყენებული იქნება სექსუალური ძალადობის შედეგად გადარჩენილების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით 11 სასწრაფო დახმარების მანქანას, მათ შორის ექვსი ჯავშანმანქანას, გაგზავნის.