უკრაინული მედია დავით არახამიასა და ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შორის გამართული შეხვედრის შესახებ წერს

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა, რომელიც აშშ-ში ექტრადირების მოლოდინშია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

UP-სთან კომენტარში არახამიამ ვენაში ვიზიტი და ფირტაშთან შეხვედრა დაადასტურა. მისი თქმით, ვენაში ისრაელიდან ჩავიდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

მისი თქმით, ფირტიშთან და მის მენეჯმენტთან საათნახევრიანი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო „მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა მიკოლაივის რეგიონში პორტების შენარჩუნებისთვის, სადაც DF ჯგუფი „ნიკა-ტერას“ პორტს ფლობს.

არახამიას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა.

ფირტაში ამერიკელი გამომძიებლების მოთხოვნით, ავსტრიაში 2014 წლის მარტში დააკავეს, მაგრამ 125 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ის აშშ-ში ექსტრადიციის მოთხოვნას აპროტესტებს.

აშშ ფირტაშს ტიტანის საბადოზე კონტროლის უკანონოდ მოპოვების მიზნით, ინდოეთში 18.5 მილიონი დოლარის გადახდაში ადანაშაულებს. ოლიგარქს აშშ-ში 50 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.