უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩხრეკა ჩაატარა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩხრეკა ჩაატარეს. შედეგად, აღმოაჩინეს, რომ მის ლიდერებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეკლესიის წარმომადგენლები სავარაუდოდ, პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილეობდნენ.

კერძოდ, ეკლესიის წარმომადგენლებს ევალებოდათ, მრევლთან ესაუბრათ უკრაინაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მათთვის დეზინფორმაცია მიეწოდებინათ.

შეგახსენებთ, კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში 22 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკისას, უკრაინის უსაფრთების სამსახურმა, რუსული ლიტერატურა, მილიონის ექვივალენტი ნაღდი ფული და რუსეთის „საეჭვო“ მოქალაქეები აღმოაჩინა. 

გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა პრორუსული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის გამოიყენება. 

კიევი-პეჩორას ლავრაში ასევე აღმოჩენილია ნაღდი ფული, 2 მილიონზე მეტი გრივნის ოდენობით, 100 ათასზე მეტი აშშ დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.