აბაშაში, მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

აბაშის ცენტრში, ლიანდაგის გადასასვლელზე მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა და მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.