ვერავინ შეუშლის ხელს თურქეთს ისარგებლოს საკუთარი უსაფრთხოების უფლებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ერაყსა და სირიაში თურქეთის არმიის ბოლო ანტიტერორისტული ოპერაციების კომენტირებისას განაცხადა.
„თურქეთს აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი ქმედება ტერიტორიებზე, რომლებიც მის საზღვრებს გარეთ და შიგნით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონიშნა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა სტამბულში გამოსვლისას.
მისი თქმით, ოპერაცია Pençe Kilit-ის დაწყებიდან თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ ერაყში PKK/YPG-ის 480 ტერორისტი გაანეიტრალეს.