აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ფილიპ რიკერი მიიღო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებზე და ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების თაობაზე.