ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.
"მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის მოქალაქის ს.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (საერთო რაოდენობა 27 ცალი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 643 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.