მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ელიზაბეტ რუდმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებობს ბირთვული რისკების მართვის გზები, რაც სადაზვერვო სააგენტოებს შორის მოლაპარაკებების გზით განიხილება.
რუდის განცხადებით, სწორედ ეს იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი.
„შეერთებულ შტატებს რისკების მართვისთვის, განსაკუთრებით ბირთვული რისკების, რუსეთის ფედერაციასთან არხები აქვს, და ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი”, - ამერიკელმა დიპლომატმა Reuters-ის ცნობით.
მისივე განმარტებით, უილიამ ბარნსს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი არ განუხილავს.