BBC-ის ჟურნალისტი ედ ლოურენსი ჩინეთის პოლიციამ, შანხაიში ჩინეთის „კოვიდ-პოლიტიკის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში Covid-ის შეზღუდვების წინააღმდეგ.
ლოურენსი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
BBC-მ განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ ჟურნალისტის მიმართ მოპყრობით.
თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ჟურნალისტს თავი მედიის წარმომადგენლად არ წარუდგენია.