აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს

შეერთებული შტატები დღეს აპირებს, უკრაინის ელექტროგადამცემი შესაძლებლობების აღსადგენად, დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადოს.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამშაბათს გამოაცხადებს ახალ დახმარებას, რათა დაეხმაროს უკრაინის ელექტროგადამცემი შესაძლებლობების აღდგენას რუსული თავდასხმების ფონზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის გათიშვას“, - იუწყება Reuters სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

როგორც აღინიშნა, განცხადება გაკეთდება ბუქარესტში ახალი ენერგეტიკული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის დროს, რომელიც მოიცავს G7 და სხვა ქვეყნებს.