უკრაინის ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ვინიცის ოლქის ქალაქ ლადიჟინშ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ თბოელექტროსადგურზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

განცხადება ვინიცის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ბორზოვმა გააკეთა.

გადაწყვეტილება ორშაბათს, 28 ნოემბერს, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების ვინიცის რეგიონულმა კომისიამ მიიღო. რუსეთის თავდასხმამ ლედიჟინის თბომომარაგების ქსელში ავარია გამოიწვია, რის შედეგადაც 18000 მცხოვრები გათბობის გარეშე დარჩა.

„სასწრაფოდ საჭიროა სამოქალაქო დაცვის ძალებისა და საშუალებების, სამხედრო სარდლობის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოების კოორდინაცია. საგანგებო შტაბი უკვე მუშაობს“, -აღნიშნა უკრაინის ოფიციალურმა პირმა.