მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებული იყოს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან.
დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მე დღეს ვნახე ამ ემოციების ფონზე გაკეთდა, იმ წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი, ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 დეკემბერს 15:00 საათზე "ოცნების" ოფისთან აქცია დააანონსა.