უკრაინის ხელისუფლებამ დააკავა გათავისუფლებული ხერსონის მერის მოადგილე, რომელიც ეჭვმიტანილია ოკუპაციის დროს რუსულ ჯარებთან თანამშრომლობაში, იტყობინება გენერალური პროკურატურა.
პროკურორების თქმით, ოფიციალურმა პირმა მარტში დაიწყო თანამშრომლობა ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნულ მარიონეტებთან, მათ შორის ხერსონის ოლქის უკანონო საოკუპაციო მთავრობის მეთაურ ვლადიმერ სალდოსთან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონი 11 ნოემბერს, რუსეთის რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ გაათავისუფლეს . 19 ნოემბერს გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის ოლქების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.