შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას უკანონოდ უსმენენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას უკანონოდ უსმენდნენ.

როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, მან სამ ადგილას ხმის ჩამწერი მოწყობილობა იპოვა.

მისი თქმით, ერთი ჩამწერი მოწყობილობა ავტომობილში, ხოლო მეორე ოფისში აღმოაჩინა. 

„ეს არის მაღალი დონის მოსასმენი [მოწყობილობა] და ვიდეოთვალი.

ავტომანქანაში, ე.წ. „ბარდაჩოკთან“ იყო ჩამონტაჟებული. მეორე - სავარძელის გვერდით“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკეტი აცხადებს, რომ ამ საკითხზე, სამართალდამცველებს მიმართავს.