რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მან პირადად მოინახულა თანამემამულე მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობენ.
ალან გაგლოევმა მებრძოლებს ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის კვარდოკოპტერები, გენერატორები, ზამთრის ეკიპირება, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და საკვები.
გაგლოევის პრესმდივანის ნატალია ბოსიკოვას თქმით, „სახელმწიფოს მეთაურს სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ოსეთიდან წასულ მებრძოლებთან კავშირი აქვს, კარგად იცნობს სიტუაციას და ინფორმირებულია პირველი რიგის საჭიროებების შესახებ“.