ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით 1,2 მილიარდიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
პენტაგონმა შეთანხმებას ხელი Raytheon Technologies Co-სთან მოაწერა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა დამზადდება.
„სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი. სავარაუდო დასრულების თარიღი 2025 წლის 28 ნოემბერია“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
7 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ NASAMS-ის და Aspide-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩავიდა.