აშშ უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მკვეთრად გაფართოების საკითხს განიხილავს - CNN

აშშ უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მკვეთრად გაფართოების საკითხს განიხილავს. იუწყება CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

საუბარია გერმანიაში არსებულ ბაზაზე 2 500-მდე უკრაინელი სამხედროს გაწვრთნაზე.

ახალი პროგრამის მიხედვით, აშშ უკრაინელი ჯარისკაცების ბევრად უფრო დიდი ჯგუფების წვრთნას დაიწყებს.

ამერიკული მედიის ცნობით, ეს იქნება უფრო ინტენსიური და ყოველმხრივი სწავლება, ვიდრე ამას უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იღებდნენ.