უკრაინის გენშტაბი: უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებზე 21 დარტყმა განახორციელა

30 ნოემბერს უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებზე 21 დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ის არ წყვეტს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას, ომის წესების დარღვევას“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

მისივე თანახმად, რუსული ძალები ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიმართულებით, ბახმუტისკენ უტევენ. დანარჩენ მიმართულებებზე, როგორებიცაა, უგლედარი და ზაპოროჟიე, თავდაცვით პოზიციას ინარჩუნებენ.