უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს.
„სააკაშვილი თავისი სურვილით ჩავიდა საქართველოში და ხელისუფლების ხელში ჩაუვარდა. ისინი იტყვიან: რას ამბობთ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით ყველა ნორმა, ექიმი დღეში ორჯერ მიდიოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.