ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა, ამიტომ შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა.
"გარკვეული სტაბილიზაცია ჩანს. სეზონურად გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა. შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა.
ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. მიმდინარე ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი გავრცელება აღარ უნდა იყოს, ნოემბრის ბოლო კვირა და მიმდინარე პერიოდი სტაბილიზაციით ხასიათდება“, - აღნიშნავს გაბუნია.