მოლდოვის მთავრობა უკრაინაში ომისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საგანგებო მდგომარეობას კიდევ 60 დღით ახანგრძლივებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა.
პროექტი პარლამენტის სხდომას დღეს წარედგინება.
მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან მოქმედებს.