რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის 50 დამცველი გათავისუფლდა.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა.
„დასრულდა ტყვეთა კიდევ ერთი დიდი გაცვლა. გაათავისუფლეს უკრაინის ორმოცდაათი დამცველი. ჩვენ ვაბრუნებთ მარიუპოლის და აზოვსტალის დამცველებს, ვაბრუნებთ ოლენივკაში მყოფ პატიმრებს, მათ შორის დონეცკის, ლუგანსკის და ზაპორიჟიეს რეგიონებში დაჭრილებს“, -აღნიშნა ერმაკმა.
24 ნოემბერს, რუსეთის ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა.