რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრიმორიეს მხარეში ავიაგამანადგურებელი მიგ-31 ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა, მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამსახურის ვერტმფრენები მი-8 გაფრინდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
MiG-31 არის ორადგილიანი გამანადგურებელი. ის ექსპლუატაციაშია 1981 წლიდან შევიდა, ხოლო მასობრივი წარმოება 1994 წელს შეწყდა.