თურქეთის ქალაქ სამსუნის პორტში აფეთქება მოხდა. ვიდეო

თურქეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის პორტ სამსუნში აფეთქება მოხდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN Turk იტყობინება.

აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური უკვე გაგზავნეს.

წინასწარი მონაცემებით, პორტის ტერიტორიაზე საწვავის ავზი აფეთქდა.