იტალიაში დაკავებულ არტემ უსს, რომელიც კრასნოიარსკის სანქცირებული გუბერნატორის ალექსანდრე უსსის შვილია, დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაპატიმრობა შეეფარდა.
ამის შესახებ რუსულ მედიას, მილანში, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა კონსულმა დიმიტრი შტოდინმა განუცხადა.
„რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არტემ უსს დღეს შინაპატიმრობა შეეფარდა. იტალიელი ადვოკატების განცხადებით, ის მილანის გარეუბანში მდებარე ბინაში გადაიყვანეს, რომელიც მისმა ოჯახმა სპეციალურად ამისთვის იქირავა“, - განაცხადა გენერალურმა კონსულმა.
არტემ უსსი, იტალიაში ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, მას ბრალად ფულის გათეთრება და სანქციებისთვის თავის არიდება ედება.