აშშ-ის საელჩო საქართველოში, ელჩი კელი დეგნანისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრის შემდეგ, ინფორმაციას ავრცელებს.
„სახალხო დამცველის აპარატი გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში და უზრუნველყოფს მოქალაქეების წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
დღეს ელჩი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს შეხვდა ადამიანის უფლებების გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე სასაუბროდ, და მათთვის საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობის გადასახდელად“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.