უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონი, რომლითაც უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძლება.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველ რიგში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადას წარუდგინოს კანონპროექტი - „უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეუძლებლობის შესახებ“.
ამასთან, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ქარტიის რელიგიური შემოწმების პროცესი და მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირი გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზომები კანონის ფარგლებში მიიღოს.
ასევე შემოწმდება ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება განკარგონ ის ქონება, რომელიც კიევი-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ასევე ზელენსკიმ დაავალა ყველა შესაბამის ორგანოს, გაააქტიურონ ზომები, რომლებიც მიმართულია რელიგიურ წრეებში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და დაწესდეს პერსონალური სანქციები.
„სახელები მალე გახდება ცნობილი“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.