გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება

ბაქოს პორტის მშენებლობის მეორე ფაზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.

„პირველი ფაზის სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანიამ ჩაატარა. წინასწარი შეფასებით, მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. მოსალოდნელია წელიწადში 500 000 კონტეინერის გადაზიდვა“, - განაცხადა ტალეჰ ზიადოვმა

ბაქოს პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა და პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 15 მილიონ ტონამდე და 100 000 TEU კონტეინერამდე გაიზარდა.

„ამჟამად პორტს შეუძლია დააკმაყოფილოს შემომავალი ტვირთის მოცულობა, მაგრამ უახლოეს მომავალში გადაზიდვის მოცულობის გაზრდის პროგნოზები მოითხოვს მშენებლობის მეორე ფაზის ადრეულ დაწყებას“, - აცხადებს ბაქოს პორტის დირექტორი.