ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 82%-ით გაზარდა

ყაზახეთმა 2024 წლის პირველ კვარტალში, ბათუმის ნავთობტერმინალის (BNT) მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 136,685 ტონიდან 248,887 ტონამდე გაზარდა.


„2024 წელს ყაზახური ნავთობის ექსპორტი BNT-ით 600 000 ტონას შეადგენს,“ აღნიშნა Kaztranoil-მა.

BNT-ის ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მას წელიწადში, 1,5-2,0 მლნ ტონა საწვავი გადაზიდოს. 2024 წელს BNT-ის მეშვეობით იგეგმება 1,980 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა.


BNT Kaztransoil-ს ეკუთვნის და აქვს 12 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში - სამი ნავმისადგომი გემებისთვის 5000-დან 140000 ტონამდე გადაადგილებისთვის. BNT-ს აქვს ხუთი სატანკო მეურნეობა, რომელიც აერთიანებს 134 საწყობს, რომელთა საერთო მოცულობა 590000 კუბურ მეტრზე მეტია.