EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელის შეფასებით, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას - საქართველო უკვე ბევრს აკეთებს შუა დერეფნისთვის და უნდა განაგრძოს ამის გაკეთება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, პროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. თუმცა ამასთან გეტყვით, რომ შუა დერეფანს უფრო დიდი გავლენა ექნება, რადგან შუა დერეფანს განშტოებები აქვს და რეგიონის ყველა ქვეყანას ექნება უზარმაზარი ბენეფიტები ამისგან. ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, პროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, შეიძლება, ითქვას, რომ თამაშის წესების შემცვლელია რეგიონში და ის ასევე უპასუხებს არსებულ საჭიროებებს და წარმოადგენს გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამოსავალს.
ფინანსური ინსტიტუტები და ხელისუფლებები, რომლებიც ამ პროცესში, შუა დერეფნის შესახებ დისკუსიაში არიან ჩართულები, ელიან შესაძლებლობებს და გამოწვევების ტექნიკურ და პოლიტიკურ გამოსავალს. თქვენ მკითხეთ საქართველოს პოტენციალთან დაკავშირებით და რა შეუძლია საქართველოს, ამ მიმართულებით გააკეთოს და გეტყვით, რომ საქართველო უკვე ბევრს აკეთებს შუა დერეფნისთვის და უნდა განაგრძოს ეს და უნდა მოიწვიოს ქვეყნები უფრო ფართო თანამშრომლობისთვის," - განაცხადა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.
შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.
-
აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს
-
ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება