პოლონეთში, პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„მე მინდა, დღეს ასევე გამოვიყენო ეს ტრიბუნა და პატივი მივაგო იმ ქართველ მებრძოლებს, ვინც არიან ჩართულნი თავიანთი ნებით და თავიანთი თავდადებით, ჩვენი მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში, ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ეს არის ისტორიული ბრძოლა.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.