მაია სანდუ: მსოფლიომ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა დაგმო და მსოფლიო საზოგადოებას, ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა. 

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის განმეორებით თავდასხმებს უკრაინელ სამოქალაქო პირებსა და დანადგარებზე, ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე ომის შესაჩერებლად. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია დავასრულოთ ადამიანების ტანჯვა და სიკვდილი“, - წერს სანდუ Twitter-ზე.

დღეს რუსეთის ძალებმა, უკრაინის რამდენიმე რეგიონზე საჰაერო შეტევა განახორციელეს.