პრაღაში, იმ ადგილას, სადაც ადრე საბჭოთა მარშალი ივან კონევის ძეგლი იდგა, ორშაბათს ახალი ინსტალაცია გაიხსნა.
კერძოდ, საბჭოთა მარშალ კონევის ქანდაკება, პუტინის გამოსახულებიანი ორკით (ფენტეზის ჟანრის გამოგონილი რასა) ჩაანაცვლეს.
![]()
„ერთი ხელით ის თიშავს გაზის მილის სარქველს, მეორეთი ნაცისტურად ესალმება. ესაა რუსეთის პოზიცია, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მათ შორის გაზს, ევროპული სახელმწიფოების შანტაჟისთვის და გეოპოლიტიკური ინტერესების წინსვლისთვის“, - ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პუტინის ძეგლის ავტორმა, ჩეხმა მოქანდაკემ დუშან დოსტალმა განაცხადა, რომ ქანდაკების დამზადებას ორი კვირა და 130 კგ ლითონი დასჭირდა.