პრაღაში, საბჭოთა მარშალ კონევის ქანდაკება, პუტინის გამოსახულებიანი ორკით ჩაანაცვლეს

პრაღაში, იმ ადგილას, სადაც ადრე საბჭოთა მარშალი ივან კონევის ძეგლი იდგა, ორშაბათს ახალი ინსტალაციგაიხსნა. 

კერძოდ,  საბჭოთა მარშალ კონევის ქანდაკება, პუტინის გამოსახულებიანი ორკით (ფენტეზის ჟანრის გამოგონილი რასა) ჩაანაცვლეს. 

В Праге статую Конева заменили орком с лицом путина

„ერთი ხელით ის თიშავს გაზის მილის სარქველს, მეორეთი ნაცისტურად ესალმება. ესაა რუსეთის პოზიცია, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მათ შორის გაზს, ევროპული სახელმწიფოების შანტაჟისთვის და გეოპოლიტიკური ინტერესების წინსვლისთვის“, - ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პუტინის ძეგლის ავტორმა, ჩეხმა მოქანდაკემ დუშან დოსტალმა განაცხადა, რომ ქანდაკების დამზადებას ორი კვირა და 130 კგ ლითონი დასჭირდა.