შეერთებულმა შტატებმა ფარულად ჩაუტარა HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებს მოდიფიკაცია, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გადასცა, რათა მათი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დასაბომბად გამოყენება (შორი მანძილის რაკეტების გასაშვებად) არ მომხდარიყო.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ს ანონიმურობის პირობით აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
„ვაშინგტონმა ასეთი ნაბიჯი გადადგა მოსკოვთან კონფლიქტის ესკალაციის რისკის შესამცირებლად“,-აცხადებენ გაზეთის თანამოსაუბრეები.
კერძოდ, მოდიფიცირებული დანადგარების გამოყენება არ შეიძლება ATACMS რაკეტების გასაშვებად, რომელთა დიაპაზონი 300 კილომეტრამდეა.
„შეერთებულმა შტატებმა არ მიაწოდა ასეთი რაკეტები უკრაინას, მაგრამ შეზღუდა მათი გამოყენების შესაძლებლობა HIMARS-ით იმ შემთხვევაში, თუ კიევი მიიღებს ATACMS-ს სხვა წყაროებიდან“, - წერს WSJ.
უკრაინამ მიიღო შეერთებული შტატებიდან 20 HIMARS-ის გამშვები და რაკეტების დიდი მარაგი, რომელთა მანძილი 80 კილომეტრამდეა.
ამ რაკეტებს უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საბრძოლო მასალის საცავებსა და სამეთაურო ცენტრებზე იერიშისთვის.
HIMARS-ის გადაცემისას, ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად დაჰპირდა შეერთებულ შტატებს, რომ მათ არ გამოიყენებდნენ რუსეთში სამიზნეების გასანეიტრალებლად.