სოფიაში, ეკლესიასთან, რომელშიც რუსეთის ელჩი და მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი იმყოფებიან, მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს

ბულგარეთში, სოფიის ცენტრში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მოქალაქეები იმ ტაძართან შეიკრიბნენ, სადაც რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი, მიტროპოლიტი ანტონი იმყოფებიან. 

სოფიაში, რუსული ეკლესიის წინ მოქალაქეები სკანდირებენ "მკვლელები" და "ეს არ არის მოსკოვი". პროტესტი დაიწყო მიტროპოლიტ ანტონი ვოლოკოლამსკის ვიზიტის გამო, რომელიც მიტროპოლიტის გადაყენების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს "საგარეო საქმეთა მინისტრად" დაინიშნა.

ილარიონი საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობს. წირვას ასევე ესწრება რუსეთის ელჩი ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვა.