ევროკავშირთან ერთად დგომა, პარტნიორების სტრატეგიული კურსის მახასიათებელია, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, როდესაც რუსეთი ამძაფრებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისი ჩანაწერი ხელმისაწვდომია ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 6 დეკემბერს გამოქვეყნდა.
მისივე თანახმად, მომავლის საერთო ხედვა მოიცავს ორმხრივ პასუხისმგებლობას და საერთო ღირებულებებს.
პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისას, მოვუწოდებთ მათ, მიაღწიონ სწრაფ და მდგრად პროგრესს, სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და იმოქმედონ შესაბამისად, მათ შორის ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან მიმართებით.
ჩვენ მივესალმებით იმ დასავლეთ ბალკანელ პარტნიორებს, რომლებიც უკვე აჩვენებენ თავიანთ სტრატეგიულ ვალდებულებას ამ კუთხით და მოვუწოდებთ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, მიბაძონ მათ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.
ამავე სამიტიდან გაეცანით