ამერიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლთა შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში, მოტყუებული არ არის. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ხალხისადმი, როცა აღნიშნავს, რომ თითქოს, მათ სიმართლე არ იციან?“, - წერს კინზინგერი Twitter-ზე.