მას შემდეგ, რაც ლატვიის მარეგულირებელმა ტელეარხ „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა, არხი ასევე მიუწვდომელი იქნება ლიეტუვაშიც.
ამის შესახებ ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ (LKRTV) განაცხადა.
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება, ემიგრაციაში მოქმედი დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ძალაში 8 დეკემბერს ღამით შევა.
ლიცენზია „დოჟდს“ უფლებას აძლევდა შექმნილი კონტენტი ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გაევრცელებინა.