დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს

დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს, შეამციროს „გლობალური დამოკიდებულება“ რუსეთის ენერგოექსპორტზე, ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ბრიტანული მხარე ავრცელებს.

პარტნიორობა დაეფუძნება გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სტრატეგიულ დიალოგს, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრები ხელმძღვანელობენ.

ახალი „ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის პარტნიორობის“ ფარგლებში, გაერთიანებული სამეფო და აშშ შეასრულებენ სამუშაოს რუსეთის ენერგოექსპორტზე გლობალური მასშტაბით დამოკიდებულების შესამცირებლად, ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციასა და ენერგოეფექტურობის, ბირთვული და განახლებადი ენერგიის საკითხებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.