გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა 14 ირანული დრონი ჩამოაგდეს

ბოლო დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 14 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 22 დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის პერსონალს, ასევე, ოთხი დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს მტრის სამეთაურო პუნქტს, სამ პირად შემადგენლობას, იარაღისა და სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის საცავს.