ავღანეთში, „თალიბებმა“ სტადიონზე ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

ავღანეთში ხელისუფლებაში დაბრუნებიდან პირველად „თალიბებმა“ სტადიონზე ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. როგორც ცნობილია, სასიკვდილო განაჩენი მოკლულის მამამ აღასრულა, რომელმაც შვილს სამჯერ ესროლა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პირმა სასიკვდილო განაჩენი მიიღო, რადგან თავადაც ადამიანი მოკლა და იქურდა.

სიკვდილით დასჯა ფარაჰის პროვინციაში, სტადიონზე, ათასობით ადამიანის თანდასწრებით გაიმართა.