იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და მის 6 წლის ქალიშვილს მოკვლით ემუქრებიან. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი გზავნილი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო კაცის ეკუთვნის.
მედია არ აკონკრეტებს, რა ფორმით გავრცელდა მუქარა, თუმცა 27 წლის სიცილიელი კაცის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
პოლიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კაცის სახლი გაჩხრიკეს, Twitter-ზე კი, ანგარიში დაუხურეს.
მელონის მემარჯვენე მთავრობას სურს, მოქალაქეების შემოსავლის სქემა შეცვალოს. დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული.
პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა, ყოველთვის აკრიტიკებდა არსებულ სქემას, რომელიც 2019 წელს შემოიღეს. ის ამტკიცებდა, რომ სამუშაო ასაკის ადამიანებს არ უნდა მიეცეთ უფლება, განუსაზღვრელი ვადით იცხოვრონ სახელმწიფო სუბსიდიებით.