წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი უკრაინაში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი მირიანა სპოლჯარიჩი ოთხდღიანი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე განათავსა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, ის რამდენიმე შეხვედრის გამართვას ელის.

„აქ მშვიდობიანი მოქალაქეები უზარმაზარ ფასს იხდიან...დღეს მე შევხვდები ადამიანებს მიკოლაივსა და ხერსონის ოლქში, რომლებსაც სასოწარკვეთილი ზამთარი ემუქრებათ. ასევე შევხვდები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკრაინაში და ორგანიზაციის უკრაინის გუნდებს“, - აღნიშნავს მირიანა სპოლჯარიჩი.