ტურიზმის სექტორმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებითა და ღია წერილით მიმართა.
ღია წერილს ხელი მოაწერა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციამ; საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციამ; საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციამ; სატრანსპორტო კომპანიებმა და ტუროპერატორებმა,ისინი აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას მთავრობას ორშაბათს გაუგზავნიან.
ტურიზმის სექტორის რეკომენდაციები 5 პუნქტად არის მოცემული:
1. ზამთრის კურორტების გახსნა პირველი თებერვლიდან (მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კორონავირუსის პრევენციული რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა)
2. საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო – შემდეგი რეგულაციებით: ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორების ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ა1) ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს ა2) PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა ა3) წარმოადგენს საბუთს რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის აქვს კორონავირუსი გადატანილი (უახლოესი 6 თვის მანძილი) ბ) ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია,საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას) გ) საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის) შესაბამისად ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით, ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით, ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი. დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან, სადაც უკვე დაწყებულია ვაქცინაცია, ასევე გაკონტროლდეს ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფი ტესტით საზღვარზევე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყანაში ეპიდ სიტუაციის დამძიმებას
3. სასწრაფოდ შემუშავდეს Covid დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კორონავირუსი. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით.
4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით.
5. უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნესინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.