საქარველოში აშშ-ის საელჩო, აშშ-საქართველოს პარტნიორობის 30-წლის იუბილის აღსანიშნავად, იმერეთში ვიზიტის შესახებ ინფპრმაციას ავრცელებს.
„საქართველოსადმი ჩვენი 30-წლიანი მხარდაჭერის ქვაკუთხედი სასამართლო რეფორმის ხელშეწყობაა. მოსამართლეებს ამ პროცესში შეუცვლელი როლი უკავიათ და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა აუცილებელი ცოდნით, უფრო დამოუკიდებელი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
იმერეთში აშშ-საქართველოს პარტნიორობის 30-წლის იუბილის აღსანიშნავი ვიზიტისას ზესტაფონის რეგიონული სასამართლოს მოსამართლეებსა და თანამშრომლებს შევხვდით. ვისაუბრეთ გამოწვევებზე და მოსამართლეთა ხელშეწყობის პროექტებზე, რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოში ახორციელებს.
მადლობელი ვართ საინტერესო საუბრისა და გულთბილი მასპინძლობისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.