უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაციების წევრებმა მოწინააღმდეგის „კამაზს“ დაარტყეს.
შესაბამისი განცხადება უკრაინის სუს-ის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ჩვენი ტაქტიკური ჯგუფი აწარმოებდა დაზვერვას და აღმოაჩინა რუსული მანქანა „კამაზი“ და მისი „მგზავრები“. ტექნიკაც და ოკუპანტებიც „მიზნად ისახავდნენ“ თავიანთი დანაკარგების ყოველდღიური სტატისტიკის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2022 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა უკრაინაში, დაახლოებით, 94,140 ჯარისკაცს მიაღწია.