რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობას განიხილავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა, ამ საკითხზე, კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო TASS– სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენებისა და სავიზო ლიბერალიზაციის განახლების პერსპექტივებს, თუ აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ გადაწყვეტილების მიღებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
გონჩარის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წელს „უმეტესწილად“, ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა, ტურიზმის, გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების წყალობით".
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.